ეგვიპტის ხელისუფლებამ ხეოფსის პირამიდის ბილეთებზე ფასების გაზრდა დაამტკიცა. შესასვლელი ბილეთის ფასი თითქმის ორჯერ ძვირი იქნება – ტურისტებისთვისაც და ადგილობრივებისთვისაც.
ახალი წლიდან ფასები ასეთი იქნება:
სტანდარტი უცხოელებისთვის: 1500 LE / 28 € 900 LE ნაცვლად / € 17,
შეღავათიანი უცხოელებისთვის: 750 LE / 14 ევრო 450 LE ნაცვლად / 8 ევრო,
სტანდარტი ადგილობრივებისთვის: 150 LE / 3 € 100 LE-ის ნაცვლად / € 2,
შეღავათიანი ადგილობრივებისთვის: 75 LE / 1.3 ევრო 50 LE-ის ნაცვლად / 1 ევრო.
ახალი ფასები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდია ეგვიპტურ პირამიდებს შორის. მისი ასაკი დაახლოებით 4500 წელია.