მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო ტურისტულ ინდუსტრიას მოუწოდებს მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენოს.​ WTTC-ისა და Microsoft-ის ანგარიშების ახალი სერია ხაზს უსვამს AI-ისტრანსფორმაციულ ძალას“ ტურისტული ბიზნესებისთვის.

ექსპერტები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების უფრო დიდი ინტეგრაცია პროცესებში აუცილებელია, რადგან ისინი ხელს უწყობენ მომავალი მოთხოვნილების პროგნოზირებას, რესურსების ეფექტურად განაწილებას და ღირებული ინფორმაციის მიწოდებას მთავრობებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის.

გარდა ამისა, მთელი მოგზაურობის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს შეუძლია შექმნას პერსონალიზებული რეკომენდაციები და მარკეტინგული სტრატეგიები მოგზაურთა მონაცემების ანალიზით, მოახდინოს ფასების სტრატეგიების ოპტიმიზაცია რეალურ დროში და უზრუნველყოს მყისიერი პასუხების შეთავაზება, მათ შორის ჩეთბოტების მხარდაჭერა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ასეთი ტექნოლოგიების დანერგვაში მოგზაურობის სექტორი სხვა მომხმარებელზე ორიენტირებულ ინდუსტრიებს ჩამორჩება.

გამოწვევები, რომლებიც ტურისტულმა ბიზნესებმა უნდა გადალახონ გზაზე, მოიცავს AI-ისგამოცდილი მუშაკების ნაკლებობას, შეზღუდულ ინფრასტრუქტურას და ფორმალური „AI სტრატეგიის“ ნაკლებობას ბევრ ბიზნეს გეგმაში.