პულკოვოს აეროპორტში (სანკტ-პეტერბურგი) დაწყებულია ახალი, რუსული წარმოების ბარგის სკანერის ტესტირება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და დაკარგული ჩემოდნების მოძიების პროცესს ავტომატურად ამუშავებს. სისტემა, სახელწოდებით BAGS search, უკვე 1100 ერთეულ ბარგზე გამოიცადა და პროცესის ავტომატიზაციამ 3-4-ჯერ დააჩქარა ძებნის სიჩქარე.

ახალი მოწყობილობა ავტომატურად აღრიცხავს ბარგის ფერს, მასალას და დამახასიათებელ დაზიანებებს, სკანირებს ბარგზე დარჩენილ ეტიკეტებსა და სტიკერებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გენერირდება ძიების მოთხოვნა 45 წამში, რომელიც იგზავნება ერთიან სისტემაში

ეს მოთხოვნა თავსდება BAGS search პლატფორმაზე – რომელიც 2023 წელს შეიქმნა და უკვე მრავალი რუსული აეროპორტი იყენებს. მისი ამოცანაა ჩაანაცვლოს გლობალური World Tracer სისტემა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა დაკარგული ბარგის მოძიებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ავტომატიზებულია, ჩემოდნის სკანერში ჩასმა და შემდეგ მისი გატანა კვლავ ოპერატორის მიერ ხდება.

სისტემა სრულად დაფუძნებულია შიდა ტექნოლოგიებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის სტრატეგიის ფონზე