ბრიტანელმა მოგზაურმა ჯონ ბურფიტმა ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, თვითმფრინავის ყველაზე კომფორტული ადგილი დასახელდა
მოგზაურმა შემოგვთავაზა სალონში “ყველაზე ცუდი” ადგილის არჩევა, კერძოდ თვითმფრინავის უკანა მხარეს, ფანჯარასთან მდებარე სავარძელი, საპირფარეშოსთან ახლოს.
საქმე იმაშია, რომ ბევრი მგზავრისთვის აღმაშფოთებელია, როდესაც მის უკან მჯდომი მგზავრი სავარძელზე ფეხებს შემოაწყობს ან ზოგადად ფეხებით აწვება წინა სავარძელს. ბოლო სავარძელზე მჯდომ მგზავრს კი ეს არ ემუქრება.
ბარფიტმა ასევე ჩამოთვალა აღნიშნული ადგილმდებარეობის სხვა უპირატესობები. მაგალითად, ბორტგამცილებლები სავარძელს თავიანთი ურიკით არ ეხებიან და ასევე შეგიძლიათ კედელს მიეყრდნოთ და მშვიდად დაიძინოთ.