სწრაფი კვების ობიექტების ქსელმა KFC ავიაკომპანია დააფუძნა, რომელიც ამ დროისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალზელანდიელი რაგბის მოყვარულებისთვის.
ახალი ზელანდიის ტოპ ხუთ სარაგბო გუნდთან KFC-ის პარტნიორობის 12 წლის აღსანიშნავად, ქსელმა შექმნა ფრენების კალენდარი Zing Air თვითმფრინავებისთვის. პირადი სუპერჯეტები გულშემატკივრებს საყვარელი კლუბების თამაშებზე დასასწრებად გადაიყვანენ. ბორტზე მგზავრებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელით: სპეციალური ქათამი 11 საიდუმლო სანელებლით.
Zing Air-ის პირველი რეისი აფრინდება 1 მარტს, Superjet-ი გაემგზავრება ოკლენდიდან და პირდაპირ მიფრინავს Westpac Stadium-ში, უელინგტონში. იქ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ უყურონ ბლუზ ჰურიკეინსის მატჩს. იმისათვის, რომ გახდეთ Zing Air-ის ერთ-ერთი მგზავრი, უნდა შეხვიდეთ KFC აპლიკაციაში და შეიძინოთ ჩასხდომის ბარათი.