ავიაკოპმანია Kenya Airways-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ავიაკომპანია Qatar Airways-თან. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებისთვის, რომელიც მინზად ისახავს Kenya Airways-სსა და Qatar Airways-ს შორის კავშირის გაუმჯობესებას.
ეს თანამშრომლობა მოიცავს ე.წ “Codeshare” შეთანხმებას, რომელიც მომხმარებლებს ორივე ავიაკომპანიის ქსელებზე გაფართოებულ წვდომას სთავაზობს.
პარტნიორობა ასევე ქმნის შესაძლებლობებს უფრო ფართო თანამშრომლობისთვის – ტვირთების მომსახურების, ლოიალობის პროგრამების, სახმელეთო ოპერაციებისა და სხვა სფეროებში.
ინიციატივის ფარგლებში, მომავალი ზამთრის სეზონიდან Kenya Airways განახორციელებს Qatar Airways-ის მარკეტინგულ ფრენებს მომბასასა და დოჰას შორის.
შეგახსენებთ, რომ Kenya Airways-ის ბილეთების გამოწერა შესაძლებელია GP-275 სტოკზე.












