კატარულმა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურმა ჯგუფმა Milaha-მ შავი ზღვის საკონტეინერო ახალი სერვისის Black Sea Express Service (BSX) გაშვების შესახებ განაცხადა.
ეს იქნება პირდაპირი მარშრუტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს: საბერძნეთს, თურქეთს, საქართველოს და რუსეთს.
როგორც Milaha-ს პრესსამსახურში განმარტავენ, მარშრუტი BSX ეს არის Milaha-ს პირველი ევროპული სერვისი, რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
BSX-ი პორტის როტაციაში რთავს: პირეი (საბერძნეთი), Kumport (სტამბოლი), ფოთი (საქართველო), ნოვორასიისკი (რუსეთი), პირეი (საბერძნეთი).
საწყის ეტაპზე სერვისი 1,7 ათასი TEU-ს მოცულობის და 300 სამაცივრე დანადგარის განთავსების შესაძლებლობის 2 კონტეინერით მოემსახურება.
კომპანია Milaha 1957 წელს დაარსდა, რომელიც იყო კატარში დაფუძნებული პირველი საჯარო კომპანია. დღეისათვის Milaha გაზის, ნავთობპროდუქტების, საკონტეინერო და ტვირთების საზღვაო გადაზიდვებზეა ორიენტირებული.