კატარმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისათვის მთავარი სტადიონის პროექტი წარმოადგინა. სტადიონი ოქროს ფერი იქნება. საუბარია არენა „ლუსაილეზე“, რომელიც 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს
სტადიონის პოექტი ბრიტანულმა კომპანია Foster + Partners-მა შეიმუშავა. კომპანიაში განმარტავენ, რომ სტადიონის ოქროსფერი ფასადი შთაგონებულია არაბული არქიტექტურისა და ტრადიციების შერწყმით.
გეგმის მიხედვით, სდადიონის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ სტადიონთან ერთად შენდება მთელი ქალაქი. ახალი ქალაქი ლუსაილე დოჰადან 15 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ქალაქის მშენებლობა, 2006 წელს, უდაბნოში დაიწყო, მაშინ როდესაც კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა.
ქალაქი ლუსაილე მთლიანობაში 450 ათას ადამიანზეა გათვლილი.
ამ დროისათვის ქალაქის სამშენებლო სამუშაოების 85%-ი უკვე დასრულებულია.