ესპანეთში კატალონიის ავტონომიურმა თემმა ტურისტული გადასახადის გაორმაგება გადაწყვიტა. ახლა მისი მაქსიმალური ტარიფი €15 ღამეში იქნება. ახალი წესები ძალაში წელს შევა.

კატალონია, რომელიც მდებარეობს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ესპანეთის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის (INE) მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანას თითქმის 20 მილიონი ტურისტი ეწვია.

ტურისტული გადასახადი აქ 2022 წლიდან შემოიღეს და მისი ოდენობა დამოკიდებულია საცხოვრებელი ადგილის ტიპზე. ახლა, მაგალითად, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ყოფნისას ტურისტებს ღამეში 7,50 ევროს გადახდა უწევთ, ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში – 5,70 ევროს გადახდა, ნაქირავებ ბინებში კი გადასახადი დღეში 6,25 ევროა. ახლა კი თანხა გაორმაგდება.

ტურისტული გადასახადიდან მიღებული შემოსავლის მინიმუმ 25% მოხმარდება დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. რეგიონული ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს საცხოვრებლის უფრო ხელმისაწვდომობას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.