საქმიანი მოგზაურებისთვის ლონდონის ჰითროუ აეროპორტი საუკეთესოდაა მიჩნეული, მან Bounce-ს რეიტინგის მიხედვით 10 წულიდან 7.1 ქულა მიიღო. ჰითროუს აეროპორტი ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ჰაბი, საიდანაც ფრენებით მსოფლიოს 230 მიმართულებით ხორციელდება. სხვათა შორის, დღეს აეროპორტში , საქმიანი მოგზაურებისთვის ლაუნჯების მაქსიმალური რაოდენობაა 43-ს აღწევს.
საქმიანი მოგზაურებისთვის საუკეთესო აეროპორტების რეიტინგი შედგენილია ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ლაუნჯებისა და დანიშნულების ადგილების რაოდენობა, ფრენების პროცენტული შეფერხება და აეროპორტების გლობალური რეიტინგი.
რეიტინგში მეორე ადგილზე ტოკიოს ჰანედის აეროპორტია, მან შეფასებით 10-დან 7,03 ქულა აიღო. აეროპორტმა აჩვენა ფრენების საუკეთესო პუნქტუალურობა, აეროპორტიდან რეისების 86,4% დროულად სრულდება.
ყველაზე დაბალი ქულით (0,88 ქულა 10-დან) მიიღო მანილას ნინოი აკინოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა. მანილას საჰაერო კარიბჭემ ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო სამ სხვადასხვა კატეგორიაში: მიმართულებების რაოდენობა, პუნქტუალურობა და Skytrax-ის რეიტინგი.
ოდნავ უკეთესი შედეგი არის გეტვიკის საერთაშორისო აეროპორტს, ლონდონში. აეროპორტმა 10 ქულიდან 1,82 ქულა აიღო.
მაშინ როცა ლონდონის ჰითროუ საუკეთესო აეროპორტებს შორისაა ბიზნეს კლასის მოგზაურობისთვის, გეტვიკი პირიქითაა. გეტვიკიდან რეისები საკმაოდ არაპუნქტუალურად სრულდება: აქ ფრენების მხოლოდ 67,8% სრულება დროულად.