თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პლაჟები ძალიან პოპულარულია ტურისტებში, რადგან მისი ოქროსფერი ქვიშა და ფირუზისფერი წყალი საოცრად ხიბლავს მათ და აძლევს საშუალებას საუკეთესოდ განიტვირთონ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში ველური ბუნების დაკვირვება მდგრადი ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ დროს ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ დააკვირდნენ ზღვის არსებებს, რომლებიც საოცრრ ად მოგხიბლავენ. სანაპიროებზე მათ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გადაშენების პირას მყოფი კუები, სახელად კარეტა-კარეტა, რომელთა უმეტეს ნაწილსაც ხშირად შეხვდებით თურქეთსა და კვიპროსში. ძირითადად ისინი გვხვდებიან შემდეგ სანაპიროებზე: ბელექი, პატარა გოქსუ, ფეთჰიე-გოჩექი და სხვ. უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ იზტუზუ ითვლება კუების სანაპიროდ, სადაც ხშირად ბინადრობენ კარეტა-კარეტას (Caretta carettas) კუები.
იზტუზუს სანაპირო არის 4 კილომეტრის სიგრძის ქვიშიანი ზონა, რომელიც ფაქტობრივად, მთებით არის გარშემორტყმული. აქ წყალი არის კრისტალურად სუფთა და იგი გამორჩეულად იპყრობს ტურისტების ყურადღებას. იზტუზუ იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს განმარტოებულად და კომფორტულად დასვენება.
იგი, როგორც აღვნიშნეთ, ცნობილია როგორც კუების სანაპირო, რომელთა უსაფრთხოებასაც პლაჟის ადმინისტრაცია მკაცრად აკონტროლებს. მათი წონა დაახლოებით 110-200 კგ-ს შეადგენს. ამის სეზონი თურქეთში იწყება მაისიდან და გრძელდება აგვისტომდე. აქ „ულამაზესი” ზღვის სამყარო დაგხვდებათ, რადგან მასში არიან საოცარი არსებები, რომლებიც განსაკუთრებულად იზიდავენ ვიზიტორებს. მკვლევარები ყოველდღე იკვლევენ ამ წყალქვეშა სამყაროს, თუმცა ხშირი და ძლიერი ტალღების გამო, მათ ხშირად ეშლებათ ხელი ამ პროცესის განხორცილებეაში.
პატარა სანაპირო – (Patara Plajı)
პატარა პლაჟი – ეს არის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი (18 კმ) სანაპირო და ასევე მნიშვნელოვანი ადგილი კარეტა-კარეტასთვის. აქ დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მრავლდებიან აღნიშნული კუები, ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, სწორედ ამის გამო სანაპირო დაკეტილია 08:00-დან 20:00 საათამდე. იგი 18 კმ სიგრძითა და 1500 მ სიგანით მსოფლიოში ყველაზე გრძელი სანაპიროს ტიტულს ატარებს.