კანადის ქალაქ ჰალიფაქსის აეროპორტში გაიხსნა მაღაზია, რომელსაც გამყიდველი არ ყავს. მაღაზია თვითმომსახურეობის პრინციპით მუშაობს. მომხმარებელმა თავად უნდა გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება, რაც თანხის საფოსტო ყუთში ჩაგდებით, ან საბანკო ბარათით უნდა განახორციელოს.
მაღაზიაში საკვები და სასმელი პროდუქტების ფართო არჩევანია. როგორც სავაჭრო ობიექტის მფლობელი აცხადებს, მომხმარებელთა კეთილსინდისიერების ნდობამ გაამართლა და მაღაზიას საკმაოდ კარგი ფინანსური შემოსავალიც აქვს.
ამ დროისათვის აეროპორტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაღაზიის საიჯარო ხელშეკრულების გრძელვადიანი პირობით დადებაზე.