კალიფორნიაში, ფრესნოს საცხოვრებელ უბანში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის კატასტროფის ამსახველი კადრები ერთ-ერთ სახოვრებელ სახლზე დამონტაჟებულმა უსაფრთხოერების კამერამ დააფიქსირა.
Bell 206B ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.
ავიაკატასტროფის მსხვერპლი არ მოჰყოლია. პოლიციის ინფორმაციით, პილოტი და ბორტზე მყოფი ერთი პირი დაშავდნენ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვიდეო იცილეთ აქ: