კახეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.
✅ღონისძიებაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლებელმა მედეა ჯანიაშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
✅ფორუმში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, მეწარმეები იღებენ.
ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა.
✅კახეთის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს პანდემიის დასრულების შემდეგ, დარგის სტიმულირების, გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით, კახეთის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისა და მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე, ერთიანი საგამოფენო პლატფორმის შეთავაზებასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.