ნიდერლანდების კომპანია Just Eat Takeaway-მა დუბლინში დრონით საკვების მიწოდების სერვისი დაიწყო.
ამ მიზნით კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება ირლანდრიურ Manna Drones Ltd-თან. მოსალოდნელია, რომ დრონების გამოყენება ხელს შეუწყობს მიწოდების დროის შემცირებას პიკის საათებში.
სერვისი ამჟამად მხოლოდ დუბლინშია ხელმისაწვდომი, მაგრამ კომპანიამ შესაძლოა მომავალში ეს ტექნოლოგია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გაავრცელოს.
Just Eat, რომელიც 17 ქვეყანაში ოპერირებს, საინვესტიციო კომპანია Prosus NV-ის შეძენის პროცესშია, რომელმაც მიტანის სერვისი 4,1 მილიარდ ევროდ შეაფასა. ტრანზაქციის დახურვის შემდეგ კომპანია შეინარჩუნებს სათაო ოფისს ამსტერდამში, ასევე სახელსა და ძირითად ბრენდებს. გაერთიანება სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.