ავიაკომპანია Juneyao Airlines-ის საჰაერო ხომალდმა, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკადან შანხაის მიმართულებით ასრულებდა რეისს, მოულოდნელად მკვეთრად შეიცვალა კურსი და კორონავურუსით დაინფიცირებულ ქალაქ უჰანის მიმართულებით გაფრინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაზეთ Shine.cn-ის მეშვეობით გავრცელდა.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავმა პირველადი მარშრუტი მგზავრების თხოვნით შეცვალა. ეკიპაჟმა კი სათანადო ნებართვა ჩინოვნიკებისგან მიიღო. იმისათვის, რომ ტურისტები სახლში ჩაეყვანა თვითმფრინავი უჰანის აეროპორტში დაეშვა. 

გამოცემის ინფორმაციითვე, მგზავრთა ნაწილმა რეისზე უარი თქვა და ისინი სხვა თვითმფრინავში გადასვეს. 

საბოლოოდ საჰაერო ხომალდი შანხაის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას სრული დეზინფექცია ჩაუტარეს. ეკიპაჟის თერთმეტმა წევრმა ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას კარანტინში გადაყვანის თხოვნით მიმართა. შესაბამისად ისინი ორი კვირის განმავლობაში ფრენებს აღარ განახორციელებენ.