JSL Logistics-მა წარმატებით მიიღო მონაწილეობა Security Cargo Network-ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ამჯერად სტამბულში გაიმართა.
ღონისძიება აერთიანებს ლოგისტიკის სექტორის წამყვან კომპანიებსა და პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან. ეს იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა ნაყოფიერი შეხვედრებისთვის, ახალი კავშირების გასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.
„კონფერენციაზე JSL Logistics წარმოდგენილი იყო როგორც სპონსორი, რაც დამატებით შესაძლებლობას გვაძლევდა წარმოგვეჩინა ჩვენი კომპანიის შესაძლებლობები.
ასეთ მასშტაბურ ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად ზრდის JSL Logistics-ის ცნობადობას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში“, – აცხადებენ კომპანიაში.














