კანადური ავიაკომპანია Jazz-ის პილოტმა, ოტავაში თვითმფრინავის დაჯდომის დროს, ლაზერული სხივების მინათების შედეგად დაზიანება მიიღო.
თვითმფრინავი De Havilland Dash 8-300 შიდა ფრენას ახორციელებდა მონრეალის აეროპორტიდან ოტავის საერთაშორისო აეროპორტში.
როდესაც თვითმფრინავი დასაჯდომად ემზადებოდა, პილოტის კაბინაში შეღწეულმა ლაზერულმა სხივებმა  მას თვალები მოჭრა. კაპიტანმა ავიამოძრაობის კონტროლს შემთხვევის შესახებ მაშინვე აცნობა და მოითხოვა სამედიცინო დახმარება დაჯდომისთანავე. 
ხომალდი წარმატებით დაეშვა, ოფიცერი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობილია, რომ როდესაც პილოტზე ლაზერული სხივის მინათება 
 მოხდება ოფთოლმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. 
კანადის სატრანსპორტო ავიაციამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. Jazz-ის პილოტი ამბობს, რომ ამ ტიპის ქმედება სერიოზულია და ინციდენტის შესახებ ყოველთვის აწვდის ინფორმაციას კანადის ტრანსპორტის ადმინისტრაციას, პოლიციას და აეროპორტის ხელმძღვანელობას. მისივე თქმით, ეს ინდუსტრიის პრობლემაა და მხარს უჭერს შესაბამის ორგანოებს, რომ ეს საქმიანობა აღმოიფხვრას.
2018 წლის ივნისიდან კანადის შესაბამისმა უწყებამ მიიღო უსაფრთხოების ზომები მფრინავზე ლაზერული სხივის მიმართვასთან დაკავშირებით, რაც იწვევს პილოტის ყურადღების გადატანას, დაბრმავებას ან დაზიანებას. 
წესების დარღვევის შემთხვევაში ეკიპაჟის ნებისმიერი წევრის მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა 100 000 კანადურ დოლარით დაჯარიმებას ან 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის მაისში. ფრენას ამ შემთხვევაში WestJet ასრულებდა სნეტ ჯონის აეროპორტიდან ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტში. მწვანე ლაზერული სხივის მიმნათებელი ვერ იპოვეს.