ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფონზე დაწესებული რეგულაციების გამო შეაჩერა, ქუვეითსა და საქართველოს შორის ფრენების აღადგენთ დაინტერესებულია და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს აღადგენს. წინასწარი ინფორმაციით, Jazeera Airways-ი ელ-ქუვეითიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 

შეგახსენებთ, რომ Jazeera Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. როგორც ცნობილია, ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე დაინტერესება ბოლო პერიოდში სულ უფრო მზარდი იყო.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Jazeera Airways-ი 2004 წელს დაფუძნდა და დღეისათვის ქუვეითში ერთ-ერთ მსხვილ ავიაგადამზიდავად მიიჩნევა.