ავიაკომპანია Japan Airlines-ის პილოტი, ლონდონი-ტოკიოს რეისიდან, ალკოჰოლური თრობის გამო მოხსნეს.
40 წლის პილოტმა გაფრენამდე ალკოჰოლური შემოწმება წარმატებით გაიარა და როდესაც ის თვითმფრინავის მიმართულებით აეროპორტის ავტობუსს გადაჰყავდა, ავტობუსის მძღოლმა სპეციფიკური სუნი იგრძნო. ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ პილოტის სისხლში ალკოჰოლის შედარებით მაღალი დონე დაფიქსირდა.
შინაგანაწესის მიხედვით,ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ბორტზე სამი პილოტი უნდა იყოს. ვინაიდან ერთი პილოტი ალკოჰოლის მოხმარების გამო რეისიდან მოიხსნა, ეს წესი დაირღვა და თვითმფრინავმა რეისი 2 პილოტით განახორციელა.
ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც იაპონური ავიაკომპანიის პილოტი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.