იაპონური ავიაკომპანია Japan Airlines Airbus-გან და Boeing-ისგან 42 თვითმფრინავის შეძენას გეგმავს, რაც მისი ფლოტის გაფართოების პროგრამის ნაწილია.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული შეკვეთაში შედის 10 ერთეული Boeing 787 თვითმფრინავი, ასევე 21 ერთეუი A350-900 თვითმფრინავი და 11 ვიწრო ტანის A321neo.

შეკვეთის ღირებულება ამ დროისათვის არ სახელდება. მსგავსი ტიპის თვითმფრინავების ფასი 1,87 ტრილიონი იენია (12,36 მილიარდი დოლარი), მაგრამ მწარმოებლები მსხვილ კლიენტებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს უწევენ.