მაინის ფრანკფურტის აეროპორტმა ჯანმრთელობისთვის ყველაზე ხელსაყრელი აეროპორტების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგი ავიაბილეთების ონლაინ დაჯავშნის სისტემა Netflights-მა შეადგინა. ექსპერტებმა 25 უმსხვილესი აეროპორტის მაჩვენებlები გაანალიზეს, მათ შორის wellness-ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
რეიტინგის შედგენისას, აეროპორტებში SPA-ზონის, იოგის დარბაზის, სპორტული დარბაზის, ღია ტერასების, სამლოცველო ოთახის, მასაჟის ოთახის, სარბენი ბილიკის მდგომარეობა შეაფასეს და ამ მხრივ ყველაზე მეტი, 21 ქულა, მაინის ფრანკფურტის აეროპორტმა დააგროვა.
რეიტინგში მეორე ადგილზეა ამსტერდამის შიპოლის აეროპორტი, რომელმაც მთლიანობაში 20 ქულა მოაგროვა. მესამე პოზიციაზე კი დუბაის საერთაშორისო აეროპორტია.
მაშ ასე, მსოფლიოს „ჯანსაღი“ აეროპორტების TOP-10 ასე გამოიყურება:
1. Frankfurt Airport
2.Amsterdam Airport Schiphol
3.Dubai International Airport
4. Changi Airport Singapore
5.Hong Kong International Airport
6. Vancouver International Airport
7.John F. Kennedy International Airport
8.Tokyo International Airport (Henada)
9.San Francisco International Airport
10. Toronto Pearson International Airport