ცხოვრების ჯანსაღი წესის მასობრივი ღონისძიება – დუბაის ფიტნეს გამოწვევა (Dubai Fitness Challenge (DFC) 2024 იწყება. ფიტნეს გამოწვევა შესანიშნავი შესაძლებლობაა არა მხოლოდ დროის სასარგებლოდ გასატარებლად, გაჯანსაღებისა და სპორტული უნარების გაუმჯობესებისთვის, არამედ ახალი ნაცნობების შესაძენად და პოზიტიური ენერგიით დამუხტვისთვისაც.
ღონისძიება 2024 წლის 26 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 30 დღიანი პროგრამა მოიცავს ფიზიკურ აქტივობებს, ფიტნეს და ველნეს სავარჯიშოებს და მრავალფეროვან გასართობებს.
ყოველწლიური ფიტნეს გამოწვევა 2017 წელს, დუბაის მეფისნაცვალმა შეიხ ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა წამოიწყო, როგორც სტრატეგიული გეგმის ნაწილი დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქალაქი გამხდარიყო. დღეს ღონისძიება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიტნეს შეჯიბრი, ის არის საყოველთაო მოწოდება ფიზიკური აქტივობის ყოველდღიურობაში ინტეგრირებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და გრძელვადიანი ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.
Dubai Fitness Challenge (DFC)-ის მიზანია ყველა ასაკისა და ფიტნეს შესაძლებლობის ადგილობრივი მაცხოვრებლებსა თუ ტურისტებს შთააგონოს გახდნენ უფრო აქტიურები. „ჩელენჯის“ მონაწილეებმა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე, დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში უნდა ივარჯიშონ. პროგრამა მოიცავს უფასო სპორტულ ღონისძიებებს, ადგილობრივი თემების მიერ ორგანიზებულ ფიტნესის გაკვეთილებს და ძირითად აქტივობებს, როგორიცაა ველოსიპედის მოყვარულებისთვის – Dubai Ride და მარბენლებისთვის – Dubai Run, რომლებიც ქალაქის ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან გაიმართება.
გასული წელს დუბაის ფიტნეს გამოწვევამ DFC- 2023 წარმოუდგენლად წარმატებულად ჩაიარა: 30 დღის განმავლობაში გამოწვევაში 2,4 მილიონზე მეტი მონაწილე ჩაერთო. Dubai Ride-ში 35 ათასმა ველოსიპედისტმა მიიღო მონაწილეობა, Dubai Run-ში კი 226 ათასმა მარბენალმა.
წლევანდელი ფიტნეს გამოწვევა DFC2024 კიდევ ერთხელ გააერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საერთო მიზნისთვის.
ღონისძიების მნიშვნელოვანი თარიღებია: Dubai Stand-Up Paddle-ს შაბათს 2 ნოემბერს, Dubai Ride კვირას, 10 ნოემბერს და Dubai Run-ის გრანდიოზული ფინალი კვირას, 24 ნოემბერს.
დამატებითი ინფორმაცია, ღონისძიებების კალენდარი და რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: www.dubaifitnesschallenge.com