იაპონურმა ავიაკომპანიამ Japan Airlines-მა (JAL) წამოიწყო ახალი კამპანია, რომელიც უცხოელ ტურისტებს უფასო შიდა ფრენების სერვისს სთავაზობს. საუბარია იმ უცხოელ ტურისტებზე, რომლებიც JAL-ის საერთაშორისო ფრენებით სარგებლობენ. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონებში ვიზიტების სტიმულირებას და დიდ ქალაქებში ტურისტების კონცენტრაციის პრობლემის მოგვარებას.
საზღვარგარეთის გარკვეული რეგიონებიდან JAL საერთაშორისო ფრენის დაჯავშნისას, მოგზაურებს შეუძლიათ უფასოდ დაჯავშნონ ფრენა იაპონიის შიგნით. ეს საშუალებას აძლევს მოგზაურებს, ტოკიოს ან სხვა საწყისი დანიშნულების ადგილის მონახულების შემდეგ, შეისწავლონ იაპონიის რეგიონალური ქალაქები დამატებითი საფასურის გარეშე.
აღნიშნული კამპანია 10 სექტემბერს დაიწყო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში და თანდათან ფართოვდება სხვა ქვეყნებშიც. ამჟამად ქვეყნების სიაში ჩამონათვალი, რომელთა მოგზაურებსაც იაპონიის შიგნით უფასოდ ფრენებით სარგებლობა შეუძლიათ, ასე გამოიყურება: ტაილანდი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, ინდოეთი და ჩინეთი (პეკინი, შანხაი, გუანჯოუ, დალიანი, ტიანჯინი) და ტაივანი. სამომავლოდ იაპონური გადამზიდავი გეგმავს ქვეყნების სიის გაფართოებას, მათ შორის სამხრეთ კორეას დამატებას.