Air France-მა ძვირადღირებული ბრენდის Jacquemus-ის ექსკლუზიური პიჟამა წარმოადგინა. პარტნიორობა ავიაკომპანიის განახლებული მოგზაურობის კონცეფციის ნაწილია. პირველი კლასის მგზავრებისთვის La Première გათვალისწინებულია განახლებული სავარძლებით, რომლებიც ორმეტრიან საწოლად გარდაიქმნება და დიზაინერული პიჟამა.
საძილე კომპლექტი დამზადებულია რბილი ბამბისგან მუქი ლურჯი და წითელი ფერებით და გამოდის ორ სხვადასხვა ტოპ სტილში – V-კისერი, ან კლასიკური კისერი. პიჟამას ავსებს Air France-ისა და Jacquemus-ის ლოგოები.
პიჟამა მოთავსებულია წითელი პოპლინის ჩანთაში, რომელსაც ამშვენებს მოდის სახლის საფირმო ღილები. ნაკრები ხელმისაწვდომია ოთხ ზომაში S-დან XL-მდე.
„ეს უნიკალური პიჟამას ნაკრები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ბორტზე La Premiere ლაუნჯებში, ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას, გავხადოთ მოგზაურობა დაუვიწყარი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა და ეს თანამშრომლობა აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას უმაღლესი დონის სერვისის მიწოდებისკენ,” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.