აჭარაში ტურიზმი ერთ-ერთი ძირითადი სექტორია. ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი ამ მიმართულებით გვაქვს და ეკონომიკური განვითარების ჩვენი ხედვა სხვა სფეროებთან ერთად სწორედ ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს“ – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ვალონიის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრმა ვალონიის ტურიზმის სამსახურის უფროსის მოადგილეს პიერ კოენეგრაჩის და ტურიზმის ექსპერტს მიშელ ჟანოვსკს აჭარის ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები გააცნო.
მხარეებმა აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტების პერესპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აჭარასა და ვალონიას შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობა, ორმხრივი პირდაპრი ფრენების საკითხი და უძრავი ქონების პრივატიზების თემა განიხილეს.