ზამთარია, ზღვის სეზონი და შემოდგომის პერიოდი მიიწურა, თუმცა თურქეთი ამ დროსაც განაგრძობს ტურისტების გაოცებასა და სიამოვნებას საკუთარი ადგილების მეშვეობით. დღეს მინდა მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ მის სიმბოლოზე – “საათის კოშკზე”, რომელიც ერთ-ერთ საყვარელ შენობას წარმოადგენს ტურისტებისთვის.
საათის კოშკი, იზმირის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 1901 წელს სულთან აბდულჰამიდ II-ის ტახტზე ასვლის 25 წლისთავის საპატივცემულოდ აშენდა. იგი დააპროექტა ფრანგმა არქიტექტორმა რაიმონდ ჩარლზ პერემ, რომელმაც იმ დროის ოსმალური არქიტექტურის ნიმუში ასახა.
საათის კოშკი მდებარეობს იზმირის გულში, კონაკის მოედანზე, სადაც მარტივად შეგიძლიათ მიხვიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუ იზმირში ბორნით ჩახვალთ, საათის კოშკი მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზეა საბორნე ტერმინალიდან.
იზმირის საათის კოშკის ნახვა არა მხოლოდ ისტორიაში გასეირნებას ნიშნავს, არამედ ეს შესაძლებლობაა იმისა, რომ ახლიდან შეიცნოთ იზმირის ცოცხალი კულტურა და ცოცხალი ქალაქის ცხოვრება.
აღსანიშნავია, რომ ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის – მთავარ სიმბოლოზე – „საათის კოშკზე“.