ივლისში უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა 2235 რეისი განახორციელა, საიდანაც 1221 რეისი იყო ჩარტერული, ხოლო 988 რეისი რეგულარული. კიდევ იყო 26 ტექნიკური გადაფრენა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ივლისში 105 რეისი შეასრულა, რაც SkyUp Airlines-ის ​მიერ ივლისში განხორციელებული რეგულარული რეისების 11%-ია.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ივლისში ავიაკომპანიის მომსახურებით თითქმის მეოთხედზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, ვიდრე ივნისში – 364 848 მგზავრი.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, SkyUp Airlines-მა ჩარტერული რეისებით ივლისში 219 705 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო რეგულარული რეისებით 142 143 მგზავრი.

ივლისში SkyUp Airlines-ის რეგულარული რეისებით ყველაზე მეტმა მგზავრმა ბათუმის მიმართულებაზე ისარგებლა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებს ბათუმს შორის  SkyUp Airlines-ი ივლისში 10 357 მგზავრს მოემსახურა.