2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო  მოგზაურის ვიზიტი შედგა.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი  (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7%,  და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა.

 ქვეყანა2018: ივლისი2019: ივლისიცვლილებაცვლილება %
1აზერბაიჯანი155,218175,49920,28113.1%
2რუსეთი169,857159,063-10,794-6.4%
3თურქეთი142,452156,13613,6849.6%
4სომხეთი137,278141,6634,3853.2%
5საქართველო38,33440,3402,0065.2%
6უკრაინა21,33725,2213,88418.2%
7საუდის არაბეთი16,02522,7756,75042.1%
8ისრაელი19,64822,6873,03915.5%
9ირანი34,29013,437-20,853-60.8%
10ყაზახეთი10,21913,1292,91028.5%

 

2019 წლის იანვარ-ივლისის  პერიოდში საქართველოში 4,961,918 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  2,697,624 შეადგინა, რაც 198,873-ით მეტია 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +8%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+22.1%), აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+2.9%) და თურქეთიდან (-0.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +40.7%, ლატვია +31.6%, პოლონეთი +26.9%, გაერთიანებული სამეფო +24.6%, საფრანგეთი +25.5%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი +242.3%, უზბეკეთი +155.5%, ყირგიზეთი +102.3%, ჩინეთი +52.8%, საუდის არაბეთი +52.6%, ყაზახეთი +54% და სხვა.

 ქვეყანა2018: იანვარიივლისი2019: იანვარიივლისიცვლილებაცვლილება %
1რუსეთი696,833850,650153,81722.1%
2აზერბაიჯანი755,603798,21642,6135.6%
3სომხეთი653,540672,65719,1172.9%
4თურქეთი657,540655,768-1,772-0.3%
5საქართველო265,101270,1165,0151.9%
6უკრაინა94,473108,03213,55914.4%
7ისრაელი79,70999,81220,10325.2%
8ირანი179,44974,784-104,665-58.3%
9ყაზახეთი30,12446,40116,27754.0%
10გერმანია31,12143,80012,67940.7%