2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%).
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა.
ქვეყანა | 2018: ივლისი | 2019: ივლისი | ცვლილება | ცვლილება % | |
1 | აზერბაიჯანი | 155,218 | 175,499 | 20,281 | 13.1% |
2 | რუსეთი | 169,857 | 159,063 | -10,794 | -6.4% |
3 | თურქეთი | 142,452 | 156,136 | 13,684 | 9.6% |
4 | სომხეთი | 137,278 | 141,663 | 4,385 | 3.2% |
5 | საქართველო | 38,334 | 40,340 | 2,006 | 5.2% |
6 | უკრაინა | 21,337 | 25,221 | 3,884 | 18.2% |
7 | საუდის არაბეთი | 16,025 | 22,775 | 6,750 | 42.1% |
8 | ისრაელი | 19,648 | 22,687 | 3,039 | 15.5% |
9 | ირანი | 34,290 | 13,437 | -20,853 | -60.8% |
10 | ყაზახეთი | 10,219 | 13,129 | 2,910 | 28.5% |
2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში 4,961,918 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,697,624 შეადგინა, რაც 198,873-ით მეტია 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +8%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+22.1%), აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+2.9%) და თურქეთიდან (-0.3%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +40.7%, ლატვია +31.6%, პოლონეთი +26.9%, გაერთიანებული სამეფო +24.6%, საფრანგეთი +25.5%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი +242.3%, უზბეკეთი +155.5%, ყირგიზეთი +102.3%, ჩინეთი +52.8%, საუდის არაბეთი +52.6%, ყაზახეთი +54% და სხვა.
ქვეყანა | 2018: იანვარი – ივლისი | 2019: იანვარი – ივლისი | ცვლილება | ცვლილება % | |
1 | რუსეთი | 696,833 | 850,650 | 153,817 | 22.1% |
2 | აზერბაიჯანი | 755,603 | 798,216 | 42,613 | 5.6% |
3 | სომხეთი | 653,540 | 672,657 | 19,117 | 2.9% |
4 | თურქეთი | 657,540 | 655,768 | -1,772 | -0.3% |
5 | საქართველო | 265,101 | 270,116 | 5,015 | 1.9% |
6 | უკრაინა | 94,473 | 108,032 | 13,559 | 14.4% |
7 | ისრაელი | 79,709 | 99,812 | 20,103 | 25.2% |
8 | ირანი | 179,449 | 74,784 | -104,665 | -58.3% |
9 | ყაზახეთი | 30,124 | 46,401 | 16,277 | 54.0% |
10 | გერმანია | 31,121 | 43,800 | 12,679 | 40.7% |