2022 წლის ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცის 32,48%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 15 124-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 42,80%-ით მეტია 2021 წლის ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 304,60%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 10 591 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 3 738 გადაფრენა. პანდემიამდე არსებულ (2019 წლის ივლისი) პერიოდში კი სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის 11 416 -ჯერ გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა.