2022 წლის ივლისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,31%-ით გაიზარდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივლისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 333,954 ტონა შეადგინა, 2021 წლის ივლისში კი 1 329,790 ტონა.
შესაბამისად ზრდა  0,31%-ია.

ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლებამ 26,13%-ა. 2020 წლის ივლისში აეროპორტი 1 805,747 ტონა ტვირთს მოემსახურა.

2019 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 264,357 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის ივლისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 41,09%-იანი კლება დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.