ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობის შესახებ Caucasus Travel-ის წარმომადგენელი მაია კიკნაძე.
„ტუროპერატორებისთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ITB არის ერთ-ერთი ის პლატფორმა, სადაც ვხვდებით პარტნიორებს და მათთან თანამშრომლობით საქართველოში ტურისტები ჩამოგვყავს. 30 წელია რაც ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაში ვმონაწილეობთ. პანდემიის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვა. გამოფენაზე საქართველო არაჩვეულებრივად იყო წარდგენილი. ნაჩვენები იყო ღვინის სამშობლო, კულტურა, ქართული სამზარეულო, ღირსშესანიშნაობები, რაც ძალიან ხიბლავს ჩვენს სტუმრებს“,- ამბობს მაია კიკნაძე.
გამოფენის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა შეხვედრები გამართა ადგილობრივი კერძო სექტორის, ავიაკომპანიების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას და უზრუნველყოფს მეტი ევროპელი ტურისტის შემოდინებას ქვეყანაში.