მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან. 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია Check-in Travel-ის წარმომადგენელი ია გედევანიშვილი.
“ჩვენ ყველაფერი გამზადებული გვაქვს ბერლინის ტურისტული გამოფენისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის პირველ რიგში. პანდემიის გამო ბევრი პარტნიორი დავკარგეთ და სწორედ ახალი პარტნიორების შესაძენად, ახალი კავშირებისთვის, ასევე ქვეყნის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისათვის მივემგზავრებით გერმანიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით. მათი მხარდაჭერით ჩატარებული გამოფენები ყოველთვის მაღალ დონეზე ტარდება“,- აცხადებს ია გედევანიშვილი. 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა. 3. შალვა ალავერდაშვილი-„ ტურიზმის სექტორისთვის დიდი პატივია ვიყოთ ITB ბერლინის გამოფენის ეპიცენტრში“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან. 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
“ამ გამოფენაზე მთელი მსოფლიო ცდილობს წარმოადგინოს თავისი საუკეთესო მხარეები, ძალიან ბევრი ქვეყანა შოუს დგამს, წარმოდგენილია თავისი ატრაქციებით და ჩვენ ამ შემთხვევაში დიდი პატივი გვაქვს ვიყოთ მასპინძლები და ვიყოთ ამ ყველაფრის ცენტრში“,-აცხადებს შალვა ალავერდაშვილი. 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.