მალე, იტალიის სანაპიროზე ახალი აეროპორტი გაიხსნება. სალერნო-კოსტა დ’ამალფის აეროპორტი მდებარეობს ამალფიდან 45 კმ-ში და ქალაქ სალერნოდან 21 კმ-ში და მუშაობას ივლისის შუა რიცხვებში დაიწყებს.
როგორც აღინიშნა, 11 ივლისს აეროპორტიდან ფრენებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Volotea განახორციელებს. აღნიშნული აეროპორტიდან თვითმფრინავები იტალიის სხვა ქალაქებსა და საფრანგეთში გაფრინდებიან. EasyJet მგზავრებს შესთავაზებს ფრენებს ლონდონისა და ბაზელის მიმართულებით.
აეროპორტის განვითარება 2043 წლამდე გაგრძელდება – ამ დროისთვის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი მგზავრის მიღებას გეგმავს.
აეროპორტის განვითარება 2043 წლამდე გაგრძელდება – ამ დროისთვის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი მგზავრის მიღებას გეგმავს.