იტალიის საავიაციო ხელისუფლება ENAC ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს იტალიაში ფრენების შეზღუდვით, ან მთლიანად შეჩერებით ემუქრება. 

რეგულატორი “ლოუკოსტერს” ბრალს დებს იმაში, რომ ავიაკომპანია თვითმფრინავების ბორტებზე სისტემატიურად არ იცავს იტალიის მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ ნორმებს. 

ENAC-მა Ryanair-ს და ირლანდიის საავიაციო ხელისუფლებას არსებული დარღვევებისა და შესაძლო სანქციების შესახებ უკვე აცნობა. ერთ-ერთი შეზღუდვა, რომელიც შესალოა რეგულატორმა აამოქმედოს, ითვისწინებს იმას, რომ საჰაერო ხომალდის დატვირთულობა 50%-ს არ აღემატებოდეს.

თუ კი Ryanair-ის მიერ რეგულაციების დარღვევის ფაქტი ისევ გამოვლინდება, მაშინ ENAC უფლებამოსილი იქნება Ryanair-ს იტალიაში ფრენები მთლიანად შეუჩეროს და ავიაკომპანიას მგზავრებისთვის ალტერნატიული რეისების შეთავაზება დაავალდებულოს.  

Ryanair-ში კი პასუხად განაცხადეს, რომ ENAC-ის ბრალდებები არაკორექტულია და ავიაკომპანია არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს და ითვალისწინებს.