Wizz Air- მა დღეს განაცხადა, რომ 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით, ის აჩერებს იტალიის ყველა მიმართულებით ფრენებს ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადების საფუძველზე, რომლიც მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის გამო ქვეყანა ჩაკეტილია.
ფრენები Wizz Air– ის ყველა მიმართულებით იტალიაში (ალგერო, ბარი, ბოლონია, კატანია, ბერგამო, მალპენსა, ნეაპოლი, პიზა, რომი ციანპინო, რომა ფიუმიჩინო, ტურინი, ვენეცია ,ტრევისო, ვერონა) შეჩერდება 3 აპრილამდე.
მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. მათ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ: მოგზაურობის დროის ცვლილება უფასოდ; ბილეთის საფასურის სრულად უკან დაბრუნება ან 120%-იანი ანაზღაურება Wizz Credit-ზე.
მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ავიაკომპანიის ონლაინ პლატფორმით, სადაც მარტივად და კომფორტულლად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით შეძლებენ არჩევანის გაკეთებას.
ხოლო მგზავრები, რომლებმაც ბილეთები სამოგზაურო სააგენტოებისგან შეიძინეს, მათ შორის ონლაინ საააგენტოებისგან, ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდნენ აღნიშნულ კომპანიებს.
Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.