იტალიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ანტარქტიდაში ახალ ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე პირველი დაშვება განახორციელა. თავად ბილიკი იტალიის საჰაერო ძალებთან თანამშრომლობით, იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგიისა და გარემოს სააგენტომ (ENEA) დააპროექტა და ააშენა.
იტალიის საჰაერო ძალების 46-ე საავიაციო ბრიგადის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა Lockheed C-130J პირველი დაშვება ახალ ბილიკზე გუშინ განახორციელა. აღნიშნულო ლოკაცია კი სამომავლოდ ანტარქტიდაში სამეცნიერო კვლევებისთვის საერთაშორისო ცენტრად უნდა იქცეს.