იტალია და თურქეთი თვითმფრინავის ბორტზე ხელბარგის ბარგის თაროზე განთავსებას კრძალავს. აკრძალვა ვრცელდება ყველა ავიაკომპანიაზე. აღნიშნული შეზღუდვა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმდდა. ვარაუდობენ, რომ ამ რეგულაციით თვითმფრინავში რიგების წარმოქმნა მინიმუმადე იქნება დასული, რადგანაც მგზავრი ბარგის თარო ნივთების დალაგებას გარკვეულ დროს ანდომებს და ამ დროს კი საჰაერო ხომალდში გარკვეული “საცობები” წარმოიქმნება.
ახალი რეკომენდაციები სრულ აკრძალვად არ გულისხმობს. მაგალითად Turkish Airlines-ი და Alitalia მგზავრებს ბორტზე პატარა ჩანთის ატანის უფლებას აძლევს.
თუმცა, ავიაკომპანიებმა მგზავრებს ალტერნატივა უნდა შესთავაზონ და ხელბარგის წონა, ჩასაბარებელი ბარგის წონას უნდა დაამატონ ან მგზავრს ხელბარგი ჩააბარებინონ. ეს კი თავის მხრივ ბარგის კარუსელთან მგზავრის ლოდინის დროს გაზრდის. ეს კი მთლიანად უარყოფ კონტექსტში წარმოაჩენს ახალი ზომების სარგებელს.
როგორც ცნობილია EASA-მ COVID-19-ის პანდემიის დროს რეკომენდაცია გამოსცა, რომ ავიაკომპანიებს ხელბარგის ზომა შეემცირებინათ. ავიაკომპანიების ნაწიილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა, ხოლო მხარეთა უმეტესობამ ის მხოლოდ რეკომენდაციად დატოვა და პრაქტიკაში არ გაატარა.