2026 წლის დასაწყისიდან, ამერიკული დაბალბიუჯეტიანი გიგანტი Southwest Airlines და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი Turkish Airlines იწყებენ თანამშრომლობას. ეს ნიშნავს, რომ მგზავრები შეძლებენ შეიძინონ ერთიანი ბილეთი აშშ-ის შიდა ქალაქებიდან სტამბოლის მიმართულებით და პირიქით.
Turkish Airlines დაფრინავს 132 ქვეყნის 350-ზე მეტ მიმართულებაზე სტამბოლის ჰაბიდან. Southwest-ის მეშვეობით კი, საერთაშორისო მგზავრებს წვდომა ექნებათ აშშ-ის იმ ათობით ქალაქზე, სადაც თურქული ავიახაზები პირდაპირ არ ოპერირებს.
პარტნიორობა მოიცავს აშშ-ის 10 აეროპორტს (Gateway Airports), სადაც ორივე ავიაკომპანია ოპერირებს. მგზავრები შეძლებენ ბარგის პირდაპირ დანიშნულების ადგილზე მიღებას და ტრანზიტის მარტივად გავლას.
ბილეთები გაიყიდება როგორც Turkish Airlines-ის საიტზე, ისე ტურისტული სააგენტოებისა და გლობალური საძიებო სისტემების მეშვეობით.
Southwest Airlines-ისთვის ეს წელი გარდამტეხია. გარდა თურქულ მხარესთან პარტნიორობისა, კომპანიამ მიმდინარე წელს უკვე ექვსი პარტნიორობა გააფორმა აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ავიახაზებთან.
2026 წლის 27 იანვრიდან Southwest-ი ნერგავს ადგილების დაჯავშნის (Assigned Seating) სისტემას და სთავაზობს მგზავრებს დამატებითი სივრცის მქონე ადგილებს, რაც აქამდე კომპანიის მოდელში არ არსებობდა.
Southwest-ის საოპერაციო დირექტორმა, ენდრიუ უოტერსონმა აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობა ათასობით საერთაშორისო მგზავრს საშუალებას მისცემს, გამოსცადონ ორივე ავიაკომპანიის მაღალი დონის სტუმართმოყვარეობა და საიმედოობა.












