ავიაკომპანია Israir Airlines-ის სპეცრეისი, რომელიც ავიაკომპანიას თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე, 31 მარტს უნდა შეესრულებინა გაუქმდა.

როგორც საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი სოციალურ ქსელში წერს, არასაკმარისი რეგისტრაციის გამო, 31 მარტისთვის დაგეგმილი ფრენა გადაიდო.

მისივე განმარტებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ისრაელის საელჩო თბილისში აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილ პირებთან და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს, რათა მოიძებნოს გამოსავალი ისრაელელი ოჯახებისათვის, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ სუროგაციული ფეხმძიმობის პროცესის წარმატებით დასრულებას.