ისრაელური ავიაკომპანია El Al-ი უარყოფს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ გადახდებს რუსული საბანკო სისტემა „Mir“-ის მეშვეობით უშვებს, რითაც გვერდს უვლის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ავიაკომპანია დმიტრო კულებას ტვიტს შეცდომაში შემყვანს უწოდებს და აცხადებს, რომ 28 თებერვალს შეაჩერა საბანკო სისტემა „Mir“-ით გადახდები.
„სამწუხაროა, რომ შეცდომაში შემყვანი ტვიტის გამოქვეყნებამდე ჩვენთან ფაქტების მარტივი გადამოწმება არ მომხდარა, რადგან ფაქტები სრულიად განსხვავებულია. El Al-ი რუსეთში ისრაელის მთავრობის მოთხოვნით ფრენებს ახორციელებს და ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელელებისა და ებრაელების რუსეთიდან გაყვანას, სანამ ეს შესაძლებელია“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ისრაელის ავიაკომპანია El Al-ს უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნაში დაადანაშაულა.
წყარო: ImediNews