ისრაელის აერომობილობის სტარტაპი AIR ცვლის სტრატეგიულ ფოკუსს და აფართოებს საწარმოო ინფრასტრუქტურას: კომპანია ისრაელში ახალ საწარმოო ცენტრს ხსნის და ამავდროულად იწყებს უპილოტო სატვირთო ვერსიის განვითარებას თავის წამყვან მოდელზე AIR ONE.

თავდაპირველად სამგზავროდ ჩაფიქრებული ელექტროძრავიანი ვერტიკალურად აფრენა-დაფრენის (eVTOL) პლატფორმა ახლა გარდაიქმნება უპილოტო სატვირთო თვითმფრინავად, 250 კგ-მდე ტვირთამწეობით.
გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის სამხედრო ინტერესს სტარტაპის ტექნოლოგიებით.

კომპანიას უკვე აქვს 22 ფიქსირებული შეკვეთა სატვირთო ვერსიაზე
იგეგმება დაახლოებით 10 ერთეულის მიწოდება უახლოეს 12 თვეში.2500 წინასწარი შეკვეთა. მათგან 1700 აშშ-დან
მაღალი ინტერესის საპასუხოდ, AIR გეგმავს აშშ-ში დამატებითი, მსხვილი ქარხნის აშენებას.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, სტრატეგიის შეცვლა ითვალისწინებს ბაზრის რეალურ მოთხოვნებს და ხსნის მნიშვნელოვან კომერციულ შესაძლებლობებს არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ თავდაცვით სფეროშიც.