ისრაელის ხელისუფლებამ კვლავ დაუბრუნდა ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭის, ბენ-გურიონის აეროპორტის გადატანის ამბიციურ პროექტს. გეგმის მიხედვით, აეროპორტი შესაძლოა ხელოვნურ კუნძულზე გადავიდეს, გამოთავისუფლებული ტერიტორია კი საცხოვრებელ და კომერციულ ზონად იქცეს.

პროექტი, რომელიც 2022 წელს შეჩერებული იყო, ისრაელის მიწის მართვის სამმართველომ კვლავ დღის წესრიგში დააყენა. ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უძრავი ქონების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს როგორც საბინაო კრიზისის მოგვარებას, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შევსებას.

აეროპორტის ადგილზე შესაძლებელია დაახლოებით 200,000 ახალი ბინისაშენება.

მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, გრძელვადიან პერსპექტივაში, 65 მილიარდ შეკელს (ხოლო რეგულაციების მოხსნის შემთხვევაში, შესაძლოა 171 მილიარდამდეც) მიაღწიოს.

განიხილება სამი ვარიანტი, მათ შორის ინტენსიური მეტროპოლიტენ-ცენტრის შექმნა და სამი მსხვილი ბიზნეს-ცენტრის მშენებლობა.

ისრაელის მიწის მართვის სამმართველოს ხელმძღვანელის, იანკი კვინტის განცხადებით, ქვეყანაში მიწის დეფიციტი რეალურად არ არსებობს — პრობლემა მართვაშია. აეროპორტის გადატანა მოხსნის სიმაღლისა და ხმაურის შეზღუდვებს მეზობელ ქალაქებში, რაც ხელს შეუწყობს ურბანულ განახლებას და ეკონომიკის დამატებით 26 მილიარდი შეკელით სტიმულირებას.

პროექტი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ აეროპორტის ევაკუაციისა და კომპენსაციების მინიმალური ღირებულება 13 მილიარდ შეკელად არის შეფასებული. ამჟამად იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც პროექტის განხორციელების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობას გააგრძელებს.

საინტერესოა: სანამ აეროპორტის გადატანის საკითხი წყდება, ისრაელმა უკვე დაამტკიცა არსებული ბენ-გურიონის მე-3 ტერმინალის გაფართოების პროექტი, რათა 2026 წლისთვის გაზრდილ სამგზავრო ნაკადს (22 მლნ მგზავრი) გაუმკლავდეს.