ისრაელის COVID-ის გავრცელებასთან ბრძოლის სამთავრობო კომისიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს წინადადება დაამტკიცა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 2000 მგზავრის შეშვებას გულისხმობს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა ტრანსპორტის სამინისტროს გეგმა ავიარეისების განახლებასთან დაკავშირებით.
ისრაელში შესვლა დღეში 2 ათას მგზავრს შეეძლება, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო გზით შევლენ. ტრანსპორტის სამინისტრო განიხილავს დანიშნულების ქვეყნებში ავიამიმოსვლისთვის უცხოური ავიაკომპანიების მოზიდვის შესაძლებლობას. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო კი მოამზადებს ადგილებს სასტუმროებში, ჩასული მგზავრების კარანტინისთვის.