ისლანდიაში ახალი “ლოუკოსტერი” PLAY დაფუძნდა, რომელიც გაკოტრებულ WOW Air-ს ჩაანაცვლებს და არაპირდაპირი კავშირი ექნება Ryanair- თან.
ახალი ავიაკომპანიის დაფუძნებისთვის მუშაობა აპრილში დაიწყო, ხოლო ივლისში WOW Air-ის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ავიაკომპანიის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ავიაკომპანიის სავარაუდო სახელი WAB Air-ი უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ კომპანიას PLAY დაერქვა.
ავიაკომპანიის ინვესტორი Avianta Capital-ია, რომელიც თავის მხრივ Ryanair-ის დამფუძნებლებთან არიან კავშირში. Avianta Capital-მა ავიაკომპანიაში 40 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო და ავიაკომპანიის აქციათა 75%-ს ფლობს. დარჩენილი 25%-ის მფლობელი კი კომპანია Neo-ა, რომელიც PLAY-ის ამჟამინდელი დირექტორის არნარ მარ მაგნასოს საკუთრებაშია.