უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების განახლებას მაისიდან ვარაუდობს.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”, Wizz Air-ის კორპაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ გააკეთა.
როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”. რადომ განმარტა, ავიაკომპანია ამ თარიღიდან ზოგიერთ ქვეყანაში ოპერირებას განაახლებს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ქუთაისში ოპერირების თარიღი ჯერ შესწავლის საგანია.
“ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კვლავ აღვადგენთ ჩვენს ბაზებს უმოკლეს ხანებში და კვლავ გავხსნით ზოგიერთ ჩვენს ბაზას 1-ელ მაისს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ყველა ჩვენი ბაზა აღვადგინოთ ადგილობრივი რეგულაციების გამო. ახლახანს შევიტყვეთ რომ საქართველო ინარჩუნებს შეზღუდვებს მაისის შუა რიცხვებამდე და გადავხედავთ, თუ როდის და როგორ შეგვეძლება აღვადგინოთ ოპერირება ქუთაისში.
მე ძალიან მოხარული ვარ და ყოველთვის ვხედავდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი საქართველოსთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი და ავიაცია ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად. ჩვენ ასევე ვფიქრობთ რომ ისეთ ლამაზ და სინტერესო ქვეყანას, როგორც საქართველოა, ბევრი რამ აქვს რასაც უცხოელებს შესთავაზებს, ამიტომაც დარწმუნებული ვართ რომ ბევრი უცხოელი იქნება საქართველოში ჩამოსვლით დაინტერესებული. ” – აცხადებს ანდრაშ რაბო.
Wizz Air-ის ინფორმაციით, მიუხედავად მოსალოდნელი ზარალისა (270-280 მილიონი ევრო), კომპანიას გააჩნია 1.5 მილიარდი ევროს ნაღდი ფულის ბალანსი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია საავიაციო ინდუსტრიაში. შესაბამისად, კომპანია წარმატებით შეძლებს გაუმკლავდეს კრიზისს.
ავიაკომპანიის ცნობით, კრიზისის დაწყების შემდეგ კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან ითანამშრომლა რეპარტიაციის ფრენების შესასრულებლად ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ამასთან, ჩინეთსა და უნგრეთს შორის შესრულდა ფრენები სამედიცინო მარაგების მოსაწოდებლად. შეკვეთების ძირითადი ნაწილი უნგრეთის მთავრობისგან მოდიოდა, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
მიუხედავად ყველაფრისა, ავიაკომპანია განაგრძობს სხვადასხვა ბაზრის ათვისებაზე მუშაობას, როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება კომპანია წლიური 15%-იანი ზრდის შენარჩუნებას პროგნოზირებს.