ამ ეტაპზე, გაიცემა მხოლოდ გრძელვადიანი და საგანგებო/გადაუდებელი შემთხვევებისთვის განკუთვნილი მოკლევადიანი ვიზები.

ირლანდიაში გამგზავრების მსურველმა პირმარომელიც არ მიემგზავრება მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნიდან, უნდა:

  • შეავსოს COVID-19 Passenger Locator Form;
  • წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან ტესტის პასუხისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი COVID-19 Passenger Locator Form ონლაინ ფორმაში მითითებულ მისამართზე;
  • კარანტინს, ასევე ექვემდებარებიან პირები, რომლებიც ქვეყანაში ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით ჩამოდიან.

მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებიდან მგზავრობის შემთხვევაში, სავალდებულოა კარანტინის გავლა სასტუმროში, თუ პირი:

  • ირლანდიაში ჩამოდის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებიდან, სადაც იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში;
  • ირლანდიაში ჩამოსვლამდე ტრანზიტით იმგზავრა მაღალი რისკის ქვეყნის აეროპორტის ან პორტის გავლით;
  • იმგზავრა სხვა დანარჩენი ქვეყნიდან (რომელიც არ შედის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნების სიაში), მაგრამ ირლანდიაში ჩამოსვლის დროს არა აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ასეთ შემთხვევაში, სასტუმროში კარანტინის პერიოდი დასრულდება PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებისას.

სასტუმროში კარანტინის გავლის პროცედურები:

  • მგზავრმა, ქვეყანაში ჩასვლამდე უნდა დაჯავშნოს და გადაიხადოს სასტუმროში კარანტინის გავლის საფასური;
  • სასტუმროს დაჯავშნა უნდა მოხდეს ირლანდიის მთავრობის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, შემდეგ ვებ-გვერდზე – https://www.quarantinehotelsireland.ie/
  • სასტუმროში კარანტინის გავლის პროცედურის დარღვევა, სასტუმროს დაჯავშნის გარეშე ჩასვლა ქვეყანაში ითვლება დანაშაულად;
  • პირმა სასტუმროში უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი. თუმცა, მე-10 დღეს ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, კარანტინის ვადა შესაძლებელია შემცირდეს.
  • ჩამოსვლისას ირლანდიის თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ მგზავრების გადაყვანას აეროპორტიდან, პორტიდან სასტუმრომდე.

მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებია:

  • აფრიკის ქვეყნები

ანგოლა, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლესოტო, მალავი, ესვატინი, მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რუანდა, სეიშელის კუნძულები, ტანზანია, ზამბია, ზიმბაბვე.

  • სამხრეთ ამერიკის ქვეყნები

არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, საფრანგეთის გვიანა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სურინამი, ურუგვაი, ვენესუელა.

  • სხვა ქვეყნები

ავსტრია, არაბთა გაერთიანებული საამიროები

სხვა ქვეყნებიდან ჩასული ყველა პირი, რომელთაც აქვთ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი:

  • ექვემდებარება 14-დღიან კარანტინს მათ მიერ ონლაინ ფორმაში – COVID-19 Passenger Locator Form  მითითებულ მისამართზე;
  • კარანტინს, ასევე ექვემდებარებიან პირები, რომლებიც ქვეყანაში ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით ჩამოდიან.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ წარმოადგენს ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR ტესტის უარყოფით პასუხს:

  • აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულს;
  • მგზავრმა საკუთარი ხარჯით უნდა გაიაროს სავალდებულო კარანტინი სასტუმროში, მანამ, სანამ არ მიიღებს PCR ტესტის უარყოფით პასუხს ან იმყოფებოდეს კარანტინში სასტუმროში 10 დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ შეავსებს სპეციალურ ფორმას – COVID-19 Passenger Locator Form, მას:

  • შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 2500 ევრომდე ოდენობით ან მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, არაუმეტეს 6 თვემდე ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი დაარღვევს სავალდებულო კარანტინს:

  • მის მიერ მითითებულ COVID-19 Passenger Locator Form -ში მისამართზე: მას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 2500 ევრომდე ოდენობით, მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, არაუმეტეს 6 თვემდე ვადით, ან ორივე ერთად;
  • სასტუმროში: მას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 2000 ევრომდე ოდენობით, მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, არაუმეტეს 1 თვემდე ვადით, ან ორივე ერთად;

სპეციალური ფორმის – COVID-19 Passenger Locator Form შევსებისაგან თავისუფლებიან:

  • აუცილებელი მომსახურების მიმწოდებლები, როგორიც არიან გადამზიდველები, პილოტები და საზღვაო პერსონალი და დიპლომატები.

  PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მოთხოვნებისგან თავისუფლდებიან:

  •  საერთაშორისო სატრანსპორტო მუშაკები, მათ შორის საავიაციო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტის სექტორების მუშაკები, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის მგზავრობისას;
  • გარდაუვალი, გადაუდებელი და სასწრაფო სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე ქვეყანაში მგზავრობის შემთხვევაში და ეს დამოწმებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ექიმის ან შესაბამისი ექვივალენტური კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ;
  • პაციენტები, რომლებიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად მოგზაურობენ;
  • 6 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • პირები, რომლებმაც ჩრდილოეთ ირლანდიიდან იმგზავრეს და არ იმყოფებოდნენ ბოლო 14 დღის განმავლობაში საზღვარგარეთ.
  • ირლანდიის პოლიციაში  / თავდაცვის ძალებში მომუშავე პირი, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას;
  • დაკავების, ექსტრადიციის ან სხვა სავალდებულო სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად;
  • თანამდებობის პირის ან არჩეული წარმომადგენლის მიერ თავისი ფუნქციის ან მომსახურების გასაწევად გამგზავრების შემთხვევაში, როდესაც ასეთი მგზავრობა ირლანდიაში მოითხოვს ამ ფუნქციის ან მომსახურების გაწევის გაგრძელებას;
  • გადაუდებელი ჰუმანიტარული შემთხვევის დროს, რომელიც გადაუდებელ გამგზავრებას მოითხოვს და ტესტის პასუხის მიღება შეუძლებელია, გამგზავრებამდე მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს უახლოეს საელჩოს ან საკონსულოს რჩევისათვის.

კარანტინის გავლისაგან თავისუფლდებიან:

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად მიმავალი პაციენტები;
  • საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაკები, რომლებსაც აქვთ დანართი 3 სერთიფიკატი; მძიმე ტვირთის მძღოლები; საავიაციო და საზღვაო ეკიპაჟის წევრები;
  • ირლანდიის პოლიციაში  / თავდაცვის ძალებში მომუშავე პირი, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას;
  • დაკავების, ექსტრადიციის ან სხვა სავალდებულო სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად;
  1. დიპლომატები, ან თანამდებობის პირები თავისი ფუნქციის შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად ან წარმომადგენლის მოვალეობის შესასრულებლად;
  2. მგზავრები, რომლებიც ირლანდიაში ტრანზიტით მგზავრობენ სხვა ქვეყანაში გამგზავრების მიზნით და არ ტოვებენ ირლანდიის აეროპორტის ან პორტის ტერიტორიას;
  • კარანტინის დროებით დატოვება შესაძლებელია მხოლოდ:
  • პირი, რომელმაც უნდა შეასრულოს აუცილებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომუნალური ინფრასტრუქტურის, საწარმოო მომსახურებების, საინფორმაციო სერვისების ან საკომუნიკაციო მომსახურების აუცილებელი შეკეთება, მოვლა, მშენებლობა ან უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის პერსონალის წევრი, ან მოწვეული პირი, რომელიც ასრულებს ფუნქციებს, რაც საჭიროა ამგვარი ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირებისთვის და რომელთა შესრულება დისტანციურად არ არის შესაძლებელი;
  • მგზავრი, რომელსაც Sport Ireland– ის წერილობითი დოკუმენტი აქვს, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებასთან არის დაკავშირებული;
  • ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

კარანტინის პერიოდში, საცხოვრებელი ადგილის დატოვება მხოლოდ საგანგებო ვითარების შემთხვევაში არის შესაძლებელი, ადამიანის ჯანმრთელობის ან კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ან ქვეყნის დატოვების მიზნით ან ტესტის ჩასატარებლად ჯანდაცვის დეპარტამენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.

კარანტინის პერიოდის დასრულება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩასვლიდან მე-5 დღეს მიიღებს PCR ტესტის უარყოფით პასუხს. ასეთ შემთხვევაში, PCR ტესტის პასუხი პირმა უნდა შეინახოს 14 დღის განმავლობაში.

სასტუმროში სავალდებულო კარანტინის გავლისაგან თავისუფლდებიან:

  • პირები, ქვეყანაში მოვალეობის შესრულებისას მგზავრობის შემთხვევაში და აქვთ დანართი 3 მოწმობა (საქონლისა და აუცილებელი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა)
  • პირები, ქვეყანაში მოვალეობის შესრულებისას მგზავრობის შემთხვევაში და მძიმე ტვირთის მძღოლები;
  • პილოტები, საავიაციო ეკიპაჟის წევრები, საზღვაო ეკიპაჟის წევრები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ქვეყანაში მგზავრობის შემთხვევაში;
  • ირლანდიის პოლიციაში  / თავდაცვის ძალებში მომუშავე პირი, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას;
  • დაკავების, ექსტრადიციის ან სხვა სავალდებულო სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად;
  • გარდაუვალი, გადაუდებელი და სასწრაფო სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე ქვეყანაში მგზავრობის შემთხვევაში და ეს დამოწმებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ექიმის ან შესაბამისი ექვივალენტური კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ;
  • თანამდებობის პირის ან არჩეული წარმომადგენლის მიერ თავისი ფუნქციის ან მომსახურების გასაწევად გამგზავრების შემთხვევაში, ან არის პარლამენტის ან ევროპარლამენტის წევრი;
  • დიპლომატები და გარკვეული კატეგორიის პირები, რომლებიც პრივილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობენ ქვეყანაში.
  • სატრანზიტო მგზავრები, რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის ან პორტის ტერიტორიას და აქვთ ქვეყანაში მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

იმ შემთხვევაში, თუ პირი დაარღვევს სავალდებულო კარანტინს სასტუმროში, მას:

  • შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 2500 ევრომდე ოდენობით, მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, არაუმეტეს 1 თვემდე ვადით, ან ორივე ერთად.