4 აგვისტოდან ირლანდიამ საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რაც არავაქცინირებული პირების კარანტნში გადაყვანას ითვალისწინებს.
როგორც ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისად 4 აგვისტოდან ირლანდიაში საქართველოდან მომავალი მგზავრები, გარდა სრულად ვაქცინირებული პირებისა, ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინის გავლას სასტუმროში.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.gov.ie/…/a6975-mandatory-hotel-quarantine/