საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის. როგორც AviaNews-s თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში დაუდასტურეს ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი ბათუმის მიმართულებით 28 აგვისტოდან იწყებს ფრენებს.
TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ Pars Air-ი ბათუმი-რეშტი-ბათუმის საჰაერო ხაზზე პირდაპირ რეისებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. რეისები 25 სექტემბრამდე შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, ყოველ კვირა დღეს CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.